ჩაბარების ვადა:

1 ივლისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2637 - ტენდერი უნიფორმების, სპეც. ფეხსაცმელებისა და პერსონალური უსაფრთხოების აღჭურვილობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ – (ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი) აცხადებს ტენდერს უნიფორმების, სპეც. ფეხსაცმელებისა და პერსონალური უსაფრთხოების აღჭურვილობის შესყიდვაზე ორ დამოუკიდებელ ლოტად.

მიწოდების ადგილი: - ქ. ზესტაფონი ან ქ. ჭიათურა

პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით PDF ფორმატში მითითებულ ელ. მისამრთზე: e.kiria@gaalloys.com 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ივლისი.

საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები;
  • სახელმწოფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი (ქართული კომპანიებისთვის);
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდებების განხორციელების შესახებ;
  • ფასთა ცხრილი მოწოდების პირობის მითითებით (ქართული კომპანიების მიერ ფასები წარმოდგენილ უნდა იქნას ადგილზე მოწოდების პირობით, ასევე საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის დღგ.)
  • ანგარიშსწორების პირობები

დეტალური ინფორმაციისა და ფოტოების მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@gaalloys.com 

საკონკურსო წინადადება არ მიიღება და შესაბამისად არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი ყველა ინფორმაციას.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18800000 ფეხსაცმელი