ჩაბარების ვადა:

13 ივლისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2653 - ტენდერი მეორადი ინვენტარის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

Tenders.ge - პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ტენდერს მეორადი ინვენტარის გაყიდვაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • გასაყიდი ინვენტარის ჩამონათვალი ლოტების მიხედვით [სპეციფიკაცია];
  • ლოტი N 1 სეიფები; ლოტი N 2 ავეჯი/მცირე ინვენტარი; ლოტი N 3 გათბობა გაგრილების სისტემები
  • ფასების ცხრილი
  • სააპლიკაციო ფორმა.

პირობები: 

  • საქონლის მდგომარეობა - მეორადი (საქონლის მდგომარეობა იხ. სპეციფიკაციაში).
  • მყიდველმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება (ინვენტარის ადგილმდებარეობა იხილეთ სპეციფიკაციაში).
  • აღნიშნული ინვენტარის ნახვა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საქონლის მდებარეობის მიხედვით.
  • საქონელი იყიდება როგორც მთლიანად ასევე ცალ ცალკე (სამივე ლოტი გაყოფილია ნაწილებად ფასი შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ერთ კონკრეტულ ნაწილზე ან სრულ ლოტზე)

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფასების ცხრილი);
  • იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ხოლო ფიზიკური პირის შემთვევაში პირადობის მოწმობის ასლი ;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში).

შემოთავაზებული ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.).

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში) კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 13 ივლისი 2017 წ. (18:00- მდე) 

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
თამარ ყარმაზანაშვილი
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1613)
E-mail: t.karmazanasvili@procreditbank.ge 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
E-mail: tenders@procreditbank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 39100000 ავეჯი