ჩაბარების ვადა:

14 ივლისი 2017, 11:00

სტატუსი:

დასრულებული

T2679 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე ხმის საიზოლაციო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე ხმის საიზოლაციო სამუშაოების შესყიდვაზე 07/07-NEO-S/NISO-17

მომსახურების აღწერა:

  • ქ. თბილისში, ქავთარაძის ქ. N19 მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე საკომპრესორო შენობის (100 კვ. მეტრი) ხმის საიზოლაციო სამუშაოების განხორციელება შემსრულებლის მასალით;
  • ქ. თბილისში გულუას გამზირი N22 მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე საკომპრესორო შენობის (80 კვ. მეტრი) ხმის საიზოლაციო სამუშაოების განხორციელება შემსრულებლის მასალით;

სამუშაოები შესრულების შემდეგ უნდა შედგეს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს რომ ხმაურის დონე არის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრებში.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ ავტოგაზგასამართ სადგურებზე სიტუაციის გასაცნობად და დამატებითი დეტალების შესასწავლად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ტექნიკური წინადადება, წარმოდგენილი სამუშაოების აღწერით, თუ როგორ ხდება პრობლემის გადაწყვეტა;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
    - სამუშაოები უნდა დაიწყოს ქავთარაძის აგგს-თ.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: ნუგზარ ნათობაიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 14 ივლისი, 11:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები