ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2685 - ტენდერი მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის საკომპრესორო დანადგარის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მასალის: მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის საკომპრესორო დანადგარის შესყიდვაზე 07/07-NEO-P/COMPR-17

შესყიდვის სპეციფიკაცია:
შეკუმშული ბუნებრივი აირის დგუშიანი საკომპრესორო დანადგარი შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით:

  • შემომავალი წნევა: 0.2 ბარი;
  • წარმადობა: 1100 – 1200 კუბ. მეტრი;
  • გამომავალი წნევა: 250 ბარი;
  • საკოპმპრესორო დანადგარს უნდა გააჩნდეს ხმის დამხშობი მოდული.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ომერციული წინადადება უნდა შეიცავდეს კომპრესორის მონტაჟისა და გაშვების ღირებულებას თბილისის ტერიტორიაზე; 
  • შემოთავაზებული კომპრესორის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური აღწერილობა;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია დანადგარის მიწოდებისა და მონტაჟი-გაშვების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა- გრაფიკი);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ნუგზარ ნათობაიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 31 ივლისი, 14:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები