ჩაბარების ვადა:

28 ივლისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2687 - ტენდერი მზის ენერგიაზე მომუშავე მიკრო ელექტროსადგურის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს: მზის ენერგიაზე მომუშავე მიკრო ელექტროსადგურის მოწყობაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • სპეციფიკაცია
  • ელ. სადგურისთვის განსაზღვრული შენობის შუშის სახურავის ნახაზი (ალ.ყაზბეგის #21; თბილისი)

ტენდერის ძირითადი მოთხოვნები

  • მზის პანელების (ფოტოელექტრული გარდამქმნელი) დამონტაჟება შენობის შუშის სახურავზე დამატებითი მეტალის კონსტრუქციის მშენებლობის გარეშე.
  • ელექტროსადგურის გამანაწილებელი კომპანიის ქსელთან მიერთება ნეტო აღრიცხვის ფარგლებში “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” შესაბამისად
  • გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალურ დროში აღრიცხვა, დამუშავება და მონიტორზე ჩვენების საშუალება

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • მზის პანელების წარმოშობის (მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • მზის პანელებისა და ელქტროსადგურის სხვა შემადგენელი კომპონენტების ქარხნული გარანტია, ვადების მითითებით;
  • განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი; (სასურველია) ;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;
  • შევსებული და ხელმოწერილი სპეციფიკაცია;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება შენობის შუშის სახურავზე მზის პანელების მონტაჟის და შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობის კონსტრუქციული დასკვნის წარმოდგენაზე.

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს “პროკრედიტ ბანკ”-ში.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, სს პროკრედიტ ბანკის საიტზე სს პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 28 ივლისი 2017 წელი 18:00 საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ: 

იოსებ როსტომაშვილი
ეკო ქვეგანყოფილების უფროსი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1220)
E-mail: i.rostomashvili@procreditbank.ge 

ლევან ხმიადაშვილი
ენერგოეფექტურობის ექსპერტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1222)
E-mail: l.khmiadashvili@procreditbank.ge
 
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ქეთევან პატარქალაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების უფროსი სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1577) 
E-mail: tenders@procreditbank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები