ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2701 - ტენდერი სპეც. ფეხსაცმლის მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის: ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე 13/07-GIG-P/SB-17

ტენდერის დეტალები:

  • შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად;
  • წლის მანძილზე შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის ტიპები, და მათი სავარაუდო რაოდენობები, გთხოვთ, იხილოთ დანართში N1.
  • შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას დანართი N1-ში გაწერილი პოზიციები შეისყიდოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.

შემსყიდველი ორგანიზაციები:

  • შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი). მისამართი: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N13;
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. N2;
  • შპს მტკვარი ენერჯი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N2ა
  • შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა. მისამართი: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N88.
  • შპს გლობალ ტრანსი. მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფ. დურნუკი;
  • შპს საქინვესტი. მისამართი: ქ. თბილისი, აგლაძის ქ. N32.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N2-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე (კომპანიას თუ არ გააჩნია თითოეული პოზიცია მოცემილი ჩამონათვალიდან შეუძლია წარმოადგინოს წინადადება იმ პოზიციებზე, რომლის მოწოდებაც მისთვის შესაძლებელია);
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები;
    - შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზება შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან.
    - ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მოთხოვნიდან, მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 20 ივლისის 16:00 საათამდე

ტენდერის კატეგორია:

  • 18800000 ფეხსაცმელი