ჩაბარების ვადა:

19 ივლისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2708 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ პირებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო და ამჟამად 3 ფილიალი აქვს გახსნილი. მედისონ ჰოლდინგს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი. 

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ორ საფეხურიან ტენდერს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე მუხიანის ფილიალში:

  • შიდა სარემონტო სამუშაოები;
  • ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები;
  • სუსტი დენები;
  • გათბობა-გაგრილება, კონდიცირება.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
სააპლიკაციო ფორმა;

I ეტაპზე შეირჩევა კომპანიები მათი გამოცდილების, რეკომენდაციებისა და შესაძლებლობების მიხედვით. პრიორიტეტი მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებების სარემონტო-სამუშაოების გამოცდილების მქონე კომპანიებს. II ეტაპზე გადასული კომპანიები დეტალურად გაეცნობიან სამუშაოების მოცულობას და წარმოადგენენ შესაბამის ხარჯთაღრიცხვას პროექტისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად.
სამუშაოების სრული მოცულობა შეადგენს დაახლოებით 6500 კვ.მ.-ს.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დაინტერესებულმა პირებმა მითითებულ მეილზე უნდა გამოაგზავნონ:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში); 

სააპლიკაციო ფორმის მოწოდების ბოლო ვადაა: 19 ივლისი 2017 წ. (18:00- მდე) 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ:
ნიკოლოზ ბაგაურს
შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილება
შპს „მედისონ ჰოლდინგი“
სათაო ოფისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, თბილისი 0112
ტელ.: (+995) 595 04 33 05 
E-mail: procurement@medison.ge ;

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები