ჩაბარების ვადა:

24 ივლისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2717 - ტენდერი ჩარხების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, ჩარხების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #18/07-GIEC-S/LRP-17

მომსახურების აღწერა:
ქ. გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩა N2-ში მდებარე თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე სარემონტო საამქროს სხვადასხვა ტიპის ჩარხების რემონტი.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • სარემონტო სამუშაოების მოცულობები თითოეული ჩარხისათვის; 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით თითოეული ჩარხისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესაზებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: შოთა შუბლაძე. საკონტაქტო ნომერი: 591 70 78 16.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 24.07.2017, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 51500000 მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი
  • 42600000 ჩარხები