ჩაბარების ვადა:

27 ივლისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2727 - ტენდერი ვოლვოს წარმოების ექსკავატორის ძრავის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გლობალ ტრანსი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ვოლვოს წარმოების ექსკავატორის ძრავის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #11/04-GLT-S/ER-17

მომსახურების აღწერა:
ექსკავატორი VOLVO – EC290 BLC (ვინ კოდი: UCEC290BH00018862) ძრავის კაპიტალური რემონტი შემსრულებლის მასალით;

  • ძრავი – DEUTZ. 

შპს „გლობალ ტრანსი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: თეთრიწყაროს რაიონი სოფ. დურნუკი ძრავის მდგომარეობის შესასწავლად.

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში, წარმოდგენილი დეტალურად ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვის სახით, სადაც შესული უნდა იყოს ნაწილების ჩამონათვალი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესაზებ;
    - საგარანტიო ვადა წარმოდგენილი უნდა იყოს ექსკავატორის მუშა საათებით;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გოგი გიორგაძე; საკონტაქტო ნომერი: 599 20 37 77

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 27.07.2017, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები