ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2017, 20:00

სტატუსი:

დასრულებული

T2732 - ტენდერი ოფისის დასუფთავების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გებრიუდერ ვაის“-ი აცხადებს ტენდერს ევროპის ქუჩა 4 ნომერში (აეროპორტის მიმდებარედ) მდებარე ოფისის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.

დასასუფთავებელი ობიექტები:
ოფისი (სამი სართული) – 749,73 მ²
დაცვის ჯიხური - 33,62 მ²
საწყობის შიდა ჯიხური - 10 მ²

სანიტარული კვანძებისა და სველი წერტილების რაოდენობა ობიექტებზე:
ოფისი:
0 სართული: 2 საშხაპე, 2 სანიტარული კვანძი;
1 სართული: 4 სანიტარული კვანძი;
2 სართული: 2 სანიტარული კვანძი;

დაცვის ჯიხური:
1 საშხაპე, 2 სანიტარული კვანძი;

მომსახურების სქემა:

  • მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ოფისში თანამშრომლების მოსვლამდე: ორშაბათიდან - შაბათის (ნახევარი სამუშაო განაკვეთი) ჩათვლით, დილის 8:00 საათიდან 9:00 საათამდე შუალედში;
  • ობიექტებზე უნდა დარჩეს მორიგე თანამშრომელი 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური და საწმენდი საშუალებები უნდა უზრუნველყოს თავად კომპანიამ.
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თანამშრომლების უნიფორმის დიზაინი მოთხოვნის საფუძველზე შპს „გებრიუდერ ვაის“-თან უნდა შეათანხმოს;

მომსახურეობის აღწერილობა ვრცლად მოცემულია თანდართულ ფაილში.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება. გადახდა განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • მომსახურების სქემის დეტალური აღწერილობა, შემოთავაზებული პირობები;
  • მომსახურების ღირებულება ლარებში გადასახადების ჩათვლით;
  • კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია (დაარსების თარიღი, საქმიანობის მოკლე აღწერილობა, წესდება, გამოცდილება, კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, რეკომენდაციები);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • “გებრიუდერ ვაისის“ ანტოკორუფციულ და ქცევის კოდექსთან (თანდართულ ფაილებში) გაცნობის ხელმოწერილი ფორმა

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით „გებრიუდერ ვაის“-ის ოფისში, მისამართზე: ევროპის ქუჩა N4, აეროპორტის მიმდებარედ. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილე კომპანიისა და ტენდერის დასახელება. დალუქვის ადგილებზე კომპანიის ბეჭედი უნდა იყოს დასმული. ასევე დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს წინადადების ელექტრონული ვერსია (CD-ROM). 

პრეტენდენტის მხრიდან არასრული დოკუმენტაციის წარდგენის ან არასრულფასოვნად ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, იგი დისკვალიფიცრებული იქნება სატენდერო პროცესიდან. გარდა მითითებული სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტებისა, კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებისაგან. წინადადების შემოტანის პირობების დარღვევით/ ან ყალბი დოკუმენტაციით გაკეთებული განაცხადი არ განიხილება.

მომსახურების რეალური ფასების განსაზღვრის მიზნით ადგილზე მისვლა და ობიექტების დათვალიერება შესაძლებელი იქნება განაცხადის შემოტანამდე, შეთანხმების საფუძველზე. ობიექტების დათვალიერებისა და ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაციის ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 5 აგვისტომდე; სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 აგვისტო. 

ტექნიკურ საკითხებთან და ობიექტების დათვალიერებასთან დაკავშირებით მიმართეთ თეონა მჭედლიშვილს. ტელ.: 558 567899; ელ. ფოსტა: teona.mchedlishvili@gw-world.com

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება