ჩაბარების ვადა:

5 მაისი 2014, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T28 - ტენდერი ფინანსურ მხარდაჭერაზე სოც. საწარმოებისათვის

ტენდერის აღწერილობა:

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში "ფინანსური მხარდაჭერა სოციალური საწარმოებისთვის".

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული კადრების დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების შექმნას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებსაც გააჩნიათ სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება, ან აქვთ ნათელი წარმოდგენა და შესაძლებლობა ორგანიზაციაში განავითარონ შემოსავლის მომტანი საქმიანობა.

კონკურსანტებმა სააპლიკაციო ფორმაში უნდა დაასაბუთონ მათი ბიზნეს იდეის შესაბამისობა კონკურსის მოთხოვნებთან და წარმოადგინონ დეტალური ფინანსური გათვლები. სააპლიკაციო ფორმას უნდა ჰქონდეს ბიზნეს გეგმის სახე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილთ თანდართული ფაილები.

მონაწილეობის მიღება:

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: apply@csrdg.ge ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.

ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2014 წლის 05 მაისი, 16:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა
და განვითარების ცენტრი
თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა
ტელ: (+995 32) 2399019/18
ელ-ფოსტა: apply@csrdg.ge
საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ