ჩაბარების ვადა:

4 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2828 - ტენდერი სავიზო მომსახურებასა და თვითმფრინავის ბილეთების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტისთვის, სავიზო მომსახურებასა და თვითმფრინავის ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს თვითმფრინავის ბილეთი

  • გამგზავრების პერიოდი: 15 ოქტომბრიდან - 1 ნოემბრამდე, ნებისმიერი 7 დღე;
  • მგზავრთა რაოდენობა: 10-12 ადამიანი, ყველა საქართველოს მოქალაქე. 
  • ფრენის მიმართულება:
    - თბილისი - დუბლინი, დუბლინი (ირლანდია) - ვესტ კორკი (Cork Airport, ირლანდია);
    - ვესტ კორკი (Cork Airport, ირლანდია) - დუბლინი (ირლანდია), დუბლინი - თბილისი.
  • პრეტენდენტმა დუბლინამდე ჩაფრენისა და დუბლინში შიდა გადაფრენის ღირებულებების შესაბამისი ფასები უნდა მოგვაწოდოს ცალ - ცალკე, მაგალითად:
    - თბილისი - ფრანქფურტი - დუბლინი ღირებულებით ----- ლარი;
    - დუბლინი - ვესტ კორკი ღირებულებით ----- ლარი.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სავიზო მომსახურება 

  • პრეტენდენტმა საქართველის 10-12 მოქალაქისთვის უნდა უზრუნველყოს სავიზო მომსახურება (ირლანდიის რესპუბლიკის ტურისტული ვიზა), ვიზის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი პერიოდი: 2017 წლის 15 ოქტომბრიდან - იმავე წლის 01 ნოემბრამდე. 

შენიშვნა: ტენდერში მონაწილებით პრეტენდენტი ეთანხმება, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები (კომპანიის სრული დასახელება, საინდ. კოდი, იურიდიული მისამართი მომსახურე ბანკი, ანგ. ნომერი);
  • ფასების ცხრილი (მე-4 მუხლის შესაბამისად) .

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

შენიშვნა: პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2017 წლის 04 სექტემბრისა, ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ, ქ. თბილისში ი. გურჯის 7ბ-ში ან გამოაგზავნონ შემდეგ მეილებზე l.bokuchava@gipa.ge  E.molashkhia@gipa.ge .

საკონტაქტო პირები:

  • 577 61 44 44 ლაშა ბოკუჩავა;
  • 577 10 11 07 ეკა მოლაშხია.

ტენდერის კატეგორია:

  • 60400000 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები
  • 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები