ჩაბარების ვადა:

15 სექტემბერი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2878 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქმიანობა/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 15.09.2017 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა დახურულ კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება - სასტუმრო მომსახურება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
  • წარწერა ,,კონფედენციალურია,,
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე
  • გთხოვთ შემოთავაზებები დააფიქსიროთ ეროვნულ ვალუტაში

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი და მიმღები:
ქეთევან საათაშვილს
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის ქ. 31ა III სართული
0108 თბილისი

მიუთითეთ შემდეგი პროგრამის ნომერი 15.2101.2-001.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი 83266917

და დანომრეთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება). 

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ანა ჩხეიძეს
ტელ. ნომერი 995 32 2 201805
anna.chkeheidze@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 19.09.2017 -სთვის.

ტენდერის კატეგორია:

  • 55100000 სასტუმროს მომსახურება