ჩაბარების ვადა:

21 სექტემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2882 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე 11/09-NEO-S/D-17

საპროექტო სამუშაოების აღწერა:

  • ქუთაისის ავტო გაზგასამართი სადგური: D100 გაზსადენის პროექტირება - საორიენტაციოდ: 6000 მეტრი;
    - მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
  • გორის ავტო გაზგასამართი სადგური: D100 გაზსადენის პროექტირება - საორიენტაციოდ: 5000 მეტრი;
    - მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ქობულეთის ავტო გაზგასამართი სადგური: D100 გაზსადენის პროექტირება - საორიენტაციოდ: 1500 მეტრი;
    - მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით თითოეული პროექტისათვის ცალცალკე;
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 21 სექტემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები