ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2891 - ტენდერი დიზელ გენერატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს დიზელ გენერატორის შესყიდვაზე #13/09-GIEC-P/DG-17

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ელექტრული სიმძლავრე 300კვტ-350კვტ;
  • ძაბვა – 3 ფაზა
  • საწვავის ავზის მოცულობა არა ნაკლებ 150 ლიტრისა;
  • ტურბო დიზელის ძრავი, წყლის გაგრილებით
  • გენერატორის ციფრული მართვის პულტი და მისი ძირითადი პარამეტრების მონიტორინგი;
  • გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს ხმის ჩამხშობი სპეციალური კონტეინერით და აკუმლატორის დამტენით.
  • ავტომატური გაშვების მართვის პულტი (ელექტოენერგიის გათიშვის შემთხვევაში ავტომატური გაშვება)

რაოდენობა - 1 ცალი.

შესყიდვების ობიექტის მიწოდების ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:

  1. ტრანსპორტირება ქ. თბილისში, მისამართზე გაზაფხულის ქ. N18;
  2. ობიექტზე დიზელგენერატორის მონტაჟი;
  3. ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი ბერიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 88 55 75.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 27.09.2017, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები