ჩაბარების ვადა:

13 იანვარი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T290 - ტენდერი სეიფების შესყიდვის შესახებ

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სეიფების შესყიდვის შესახებ.

დასახელება:

  • 1. ნაცრისფერი სეიფი, სიმაღლე: 50, სიგანე: 45, სიღრმე: 50
  • 2. ნაცრისფერი სეიფი, სიმაღლე: 35, სიგანე: 45, სიღრმე: 30


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილიფასის შეთავაზებასთან ერთად

სეიფს უნდა ჰქონდეს გასაღებიანი საკეტი

სეიფების ზომები არ უნდა იყოს ზემოთ მითითებულ ზომებზე ნაკლები. მომწოდებლებს შეუძლიათ ბანკს შესთავაზონ ალტერნატიული ზომები, რომლებიც მოცულობაში არ იქნება საგრძნობლად განსხვავებული.


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 6 იანვარი – 2015 წლის 13 იანვრის ჩათვლით
  • პირველ ეტაპზე მოხდება 20 ნაცრისფერი სეიფის (50X45X50) შეკვეთა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით
  • ხელშეკრულების ვადის მოქმედების განმავლობაში ბანკი ეტაპობრივად შეუკვეთავს სეიფებს საჭიროების მიხედვით
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1–ის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 13 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის სეიფების შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=338&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".