ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2910 - ტენდერი ბეტონის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ბეტონის სამუშაოების შესყიდვაზე.

სამუშაოების მოცულობა:

  • არსებული დაზიანებული ბეტონის საფარზე დაზიანებული უბნების მოხსნა, 2,846 მ² ჯამური დასაგები რაოდენობა
  • გთხოვთ იხილოთ დეტალური ტექნიკური დავალება მიმაგრებულ ფაილებში
  • სამუშაოების განსახორციელებელი ადგილები და პროექტი იხილეთ თანდართულ ფაილებში

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ადგილზე სიტუაციის უკეთ შესასწავლად.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ ბოლო ათი წლის განვალბაში.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჯავჯავაძის N34 (პიქსელის შენობა) 6 სართული გალფის სათაო ოფისი, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონტაკტო პირი, სოსო ქარსელაძე 577 00 49 49 ელ:ფოსტა s.karseladze@gulf-ge.com  

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 25 სექტემბერის 17:00 საათამდე

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები