ჩაბარების ვადა:

26 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2925 - ტენდერი სხვადასხვა ზომის კარიერის საბურავების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მასალის: სხვადასხვა ზომის კარიერის საბურავების შესყიდვაზე 19/09-SAQ-P/TI-17

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • კარიერის საბურავი 12,00 რ20 – 50 ცალი;
  • კარიერის საბურავი 315/80 რ22,5 – 20 ცალი;

მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13
დამკვეთი უფლებამოსილია თითოეული პოზიცია შეისყიდოს სხვადასხვა მომწოდებლისგან.

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება სრულად შევსებული დანართი N1-ის სახით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - პრეტენდენტი უფლებამოსილია თითოეულ პოზიციაზე წარმოადგინოს რამოდენიმე ვარიანტი;
    - პრეტენდენტი უფლებამოსილია წინადადება წარმოადგინოს მხოლოდ ერთ პოზიციაზე;
  • შემოთავაზებული საბურავების აღწერა მწარმოებელი ქვეყნის მითითებით;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 26 სექტემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის