ჩაბარების ვადა:

3 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2936 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის დღგ).
  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში.
  • ანგარიშსწორება მოხდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 ათი კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი და ვადები:

  • საქონლის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #101.
  • მიწოდების ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 31 ოქტომბერი. 

ნიმუშის მოთხოვნა:

  • საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციაში წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ნიმუში (მოთხოვნაში მითითებულ სახეობებზე).

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (სატენდერო დოკუმენტაციის მე-8 გვერდი).;
  • კომპანიის რეკვიზიტები.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2017 წლის 03 ოქტომბრისა, ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ, ქ. თბილისში ი. გურჯის 7ბ-ში ან გამოაგზავნონ შემდეგ email-ზე: L.bokuchava@gipa.ge ; M.didmanidze@gipa.ge 

საკონტაქტო პირები: 577 61 44 44 ლაშა ბოკუჩავა, 595 17 55 50 მამუკა დიდმანიძე. 

შენიშვნა: ზემოაღნიშნული დოკუმენტების (ყველა დოკუმენტი 4.1 და 4.2 პუნქტი) წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის წინადადება არ განიხილება.

შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 11000 (თერთმეტი ათას ლარს).

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები