ჩაბარების ვადა:

23 იანვარი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T294 - საბურავებისა და აკუმულატორების შესყიდვის ტენდერი

ტენდერის აღწერილობა:

ტექნიკური დავალება, შესყიდვის ობიექტი:

1. შესყიდვის ობიექტია:

I ლოტი – ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმებისათვის საჭირო 224 (ორას ოცდაოთხი) ცალი სხვადასხვა ზომის საბურავისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.

  • ავტოსატრანპორტო საშუალებებისა და მექანიზმებისათვის საჭირო საბურავების მიწოდება და თანმდევი მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის სერვის ცენტრებში
  • შემსყიდველის მხრიდან საბურავებისა და თანმდევი მომსახურებების შესყიდვა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
  • დაზიანების შემთხვევაში, საბურავების შეკეთება მიმწოდებლის მხრიდან უნდა მოხდეს შესაბამისი მოთხოვნიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში
  • საბურავები უნდა იყოს ახალი, უმაღლესი ხარისხის და უდეფექტო
  • საბურავების ღირებულება უნდა მოიცავდეს მონტაჟს (ძველი საბურავების მოხსნა და ახალი საბურავების დაყენება) და ბალანსირების ხარჯებს
  • საბურავების საგარანტიო გარბენის რესურსის ამოწურვამდე, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით წუნდებული საბურავის შეცვლა ახალი, ნივთობრივად უნაკლო საბურავით და მოახდინოს მათი მონტაჟი (ძველი საბურავების მოხსნა და ახალი საბურავების დაყენება) და ბალანსირება


II ლოტი - ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მექანიზმებისათვის საჭირო 50 (ორმოცდაათი) ცალი სხვადასხვა ზომის აკუმულატორის შესყიდვა

  • ავტოსატრანპორტო საშუალებებისა და მექანიზმებისათვის საჭირო აკუმულატორის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის სერვის ცენტრებში
  • შემსყიდველის მხრიდან აკუმულატორების შესყიდვა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
  • აკუმულატორები უნდა იყოს ახალი, უმაღლესი ხარისხის და უდეფექტო
  • აკუმლატორების ღირებულება უნდა მოიცავდეს მის შეცვლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს


2. ტენდერის შედეგად თითოეულ ლოტზე გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება ხელშეკრულება

საკვალიფიკაციო მონაცემები:

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:

იურიდიული პირებისათვის:

  • ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ


ფიზიკური პირებისათვის:

  • ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომ ფიზიკური პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი


როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებისათვის:

  • ინფორმაცია ანალოგიური საქონლის/მომსახურების მიწოდების გამოცდილების შესახებ
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა)
  • სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში, მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში (შენიშვნა: წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება)
  • შემოთავაზებული გარანტიის პირობები
  • სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა (სატენდერო წინადადებას უნდა ჰქონდეს მოქმედების ვადა წარმოდგენის დღიდან მინიმუმ 2015 წლის 23 თებერვლამდე)
  • ფასების ცხრილი, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის შესაბამისად
  • ფასების ცხრილის ელექტრონული ვერსია CD დისკზე


2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (ელექტრონული მისამართზე წარმოდგენის შემთხვევაშიც) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი პირის მიერ

3. სუბკონტრაქტორთა მონაწილეობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს სუბკონტრაქტორთა საკვალიფიკაციო მონაცემები

სატენდერო წინადადების ფასი:

1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა:

1. დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება ქართულ ენაზე შეუძლიათ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, მისამართზე ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21, მე-6 სართული ოთახი #604.

ტენდერში მონაწილეობის საფასური:

1. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საფასური 200 ლარის ოდენობით უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე: სს "ლიბერთი ბანკი", ანგარიშის #GE79LB0113124163736000 ბანკის კოდი: LBRTGE22 (მიმღები: შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", საიდ. კოდი: 206 103 722).

სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი, ვადა, ადგილი და ენა:

1. შემსყიდველ ორგანიზაციაში პრეტენდენტების მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტიის (საბანკო გარანტია არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას) და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადაა განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2015 წლის 23 იანვრის 15:00 საათამდე. საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარმოდგენილი ერთად, ერთ დახურულ კონვერტში ორ ეგზემპლარად (ერთი დედანის და ერთი – ქსეროასლის სახით) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21, მე-6 სართული ოთახი #604, k.shubitidze@ggtc.ge

სატენდერო წინადადების, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური მოთხოვნებთან შეუსაბამობა:

1. დასაშვებია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დაზუსტდეს, შეივსოს, ან წარდგენილ იქნას სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია სატენდერო წინადადების არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ დაიშვება შეფასებაზე.

ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები:

1. სატენდერო წინადადებების წარდგენის შემდეგ, შერჩევის შედეგად, ტენდერის პროცედურების გასაგრძელებლად მოწვეული პრეტენდენტების ზეპირი ვაჭრობა მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21. ოთახი #624

2. ზეპირ ვაჭრობაზე კლება მოხდება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 1%-ის ოდენობით.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებების შესახებ:

1. დაუშვებელია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარმოდგენა.

სატენდერო წინადადებებისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ:

1. ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 30 დღით უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები:

1. შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21, http://www.ggtc.ge, სს "ლიბერთი ბანკი", ანგარიშის # GE79LB0113124163736000, ბანკის კოდი: LBRTGE22, საიდ. კოდი: 206 103 722

2. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატენდერო აპარატის შემდეგი წევრისაგან: ქეთევან შუბითიძე ტელ: 224 40 40 (611), ელ-ფოსტა: k.shubitidze@ggtc.ge.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ