Tenders.ge
ბათუმის საზღვაო ნავსადგური

ტენდერი ქონებისა და პასუხისმგებლობების დაზღვევის მომსახურებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 12:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა: 

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს კონკურსს ქონებისა და პასუხისმგებლობების დაზღვევის მომსახურებაზე.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) ფასიანი წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
  • პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
  • წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
  • საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი .
  • გადახდის ფორმა ავანსის გარეშე
  • ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • პოტენციური მიმწოდებელის სახელმწიფო რეგისტრაციის ცნობა (ასლი)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი)
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირების)
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან რუსულ ენებზე

გამოცხადების თარიღი:27/09/2017
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი10/10/2017

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" შესყიდვებისა და კონტრაქტების დეპარტამენტს

პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია