ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2955 - ტენდერი საკანცელარიო საქონელის და სამეურნეო საქონლის შესყიდვასა და მომსახურეობაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ პირებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო და ამჟამად 3 ფილიალი აქვს გახსნილი. მედისონ ჰოლდინგს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი.

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონელის და სამეურნეო საქონლის შესყიდვასა და მომსახურეობაზე (ადგილზე მიწოდებაზე) 4 ფილიალში თბილისის მასშტაბით. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი 16ა.
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი, ტენდერის დასახელება და საკონტაქტო პირის მონაცემები. 

დალუქული კონვერტით უნდა მოგვაწოდოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

სატენდერო დოკუმენტაციის მოწოდების ბოლო ვადაა: 13.10.2017 წ. (18:00- მდე) 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ:
თემურ ქოპილაშვილი
შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილება
შპს „მედისონ ჰოლდინგი“
სათაო ოფისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, თბილისი 0112
ტელ.: (+995) 577 39 89 45 
E-mail: procurement@medison.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები