ჩაბარების ვადა:

4 ოქტომბერი 2017, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T2956 - ტენდერი თუშეთის რეგიონის საპილოტე პროექტის შეფასებაზე

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 04.10.2017 -ის 12:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. Nr:1 კონვერტში საფასო შემოთავაზება ეროვნულ ვალუტაში, ხოლო Nr:2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ან ინგლისურ და ქართულ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება : Evaluation of pilot projects in Tusheti თუშეთის რეგიონის საპილოტე პროექტის შეფასება
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 15.2101.2-004.00
და აგრეთვე ნომერი 83268638

და დანომრეთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება). 

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
Eteri.konjaria@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 06.10.2017 -სთვის.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები