ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2967 - ტენდერი პროექტის მიხედვით სატუმბო სადგურის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

იუნიქს დეველოპმენდი აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, იპოლიტოვ-ივანოვის N10_ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში სატუმბო სადგურის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე არსებული პროექტის მიხედვით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველამა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები
  • სამუშაოების შესრულების დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით და წარდგენილი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, იპოლიტოვ-ივანოვის N10
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - unixdevelopment@mail.ru 
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - bbbm80@mail.ru 
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 6/10/2017. 

დამატებითი პირობები:

  • სრულფასოვანი მომსახურების გაწევისთვის პრეტენდენტი კომპანია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო ტექნიკით;
  • კომპანიის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამშენებლო ბაზა;
  • კომპანიამ თავად უნდა უზრუნველყოს თანამშრომლები სატრანსპორტო მომსახურებით და კვებით. 

დართულ ფაილებში, შეგეძლებათ იხილოთ:

  • სრული პროექტი.
  • სამუშაოების მოცულობა.
  • სამუშაოების სპეციფიკაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები