ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2995 - ტენდერი საყდრისის ელექტრო გადამცემი ხაზის გადატანასა და ორი შუალედური ანძის ჩასმაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Gold აცხადებს ტენდერს საყდრისის ელექტრო გადამცემი ხაზის გადატანასა და ორი შუალედური ანძის ჩასმაზე

სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტი

  • პირველ ეტაპზე, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, თქვენი ინტერესი გამოხატოთ წერილობით, საკონტაქტო მონაცემებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაციის მითითებით
  • აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ მოგვაწოდოთ 11.10.2017-მდე, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 
  • დაინტერესებული კომპანიები ადგილზე უნდა გაეცნონ ობიექტსა და სამუშაოების რეალურ მოცულობებს.

მეორე ეტაპზე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • სამუშაოების შესრულების ღირებულება (წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (დღგ-ს) ჩათვლით) და ანგარიშსწორების პირობები;
  • სამუშაოების შესრულების ვადები (გეგმა-გრაფიკი);
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება
  • ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა - 11.10.2017
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 17.10.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები