ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2997 - ტენდერი სახეხი და საჭრელი აბრაზიული ქვების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის შესასყიდი სახეხი და საჭრელი აბრაზიული ქვების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე #06/10-GIG-P/CS-17

ტენდერის დეტალები:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულებები ჯგუფში შემავალი კომპანიების სახელით;
  • ერთი თვის მანძილზე შესასყიდი ქვების სავარაუდო რაოდენობები, გთხოვთ, იხილოთ დანართში N1. 

შემსყიდველი კომპანიების ჩამონათვალი:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
  • შპს „მტკვარი ენერჯი“;
  • შპს „ნეოგაზი“;
  • შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“;
  • შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე (კომპანიას თუ არ გააჩნია თითოეული დასახელება, შეუძლია წარმოადგინოს წინადადება იმ პოზიციებზე, რომლის მოწოდებაც მისთვის შესაძლებელია);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც არ მოითხოვს ავანსს;
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე, ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა ელ-ფოსტა: t_chichua@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 13 ოქტომბერი 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი