Tenders.ge
კრისტალი

ტენდერი სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული
ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ტენდერს ზესტაფონის ფილიალის ოფისის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოს ჩატარებაზე.

სს "კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით "კრისტალი" წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართო ქსელს და რეგულარულად ემსახურება 30,000-მდე კლიენტურას საქართველოში.

სამუშაო პირობებისა და კლიენტებთან მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ზესტაფონის სერვისცენტრში (მდებარე დავით აღმაშენებლის #85) სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სამუშაოს მაღალ დონეზე ჩატარებისათვის სს "კრისტალი" აცხადებს ტენდერს საქართველოში მომუშავე ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის, რომელთაც ამ სფეროში გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება და დადებითი იმიჯი.

შერჩევის ძირითადი (მაგრამ არა ყველა) კრიტერიუმებია:

  • გამოცდილება ანალოგიური საქმიანობის შესრულებაში
  • მომსახურების პირობები (ვადები, ღირებულება და ა.შ.)
  • მომსახურების პაკეტი
  • კომპანიის იმიჯი და რეპუტაცია

განაცხადების მიღების ბოლო დღიდან 1 კვირის განმავლობაში ორგანიზაციის სპეციალური სატენდერო კომისიის მიერ - შემოთავაზებული წინადადებების განხილვა (პაკეტების გახსნა) და მისაღები ვარიანტის შერჩევა.

სს მისო "კრისტალი" იტოვებს უფლებას, სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 2 თვის განმავლობაში, შემსრულებელს დაუკავოს სრული ღირებულების 10%, როგორც გარანტია შესაძლო დეფექტებისა და ხარვეზების აღმოჩენის აღმოსაფხვრელად.

შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ
  • საწარმოს რეგისტრაციის მოწმობა (ასლი)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • ტექნიკური წინადადებაა, სადაც მოცემული უნდა იყოს ძირითადი ინფორმაცია შემოთავაზებული მომსახურების შესახებ (ზოგადი ინფორმაცია კომპანიაზე, გამოცდილება, მომსახურების პაკეტი, შესრულების პერიოდი, კონტრაქტის ღირებულება, და ა.შ.)
მონაწილეობის მიღება:

დაინტერესებულმა პირებმა 2014 წლის 22 აპრილის 17:00 საათამდე დახურულ პაკეტებში უნდა წარმოადგინონ მომსახურების პირობები და შესაბამისი დოკუმენტაცია. პაკეტს თან უნდა ერთვოდეს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ.

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 72
ტელ: (+995 0431) 241652
ელ-ფოსტა: logistics@crystal.ge
ვებ-გვერდი: www.crystal.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირები:

ზვიად ზამბახიძე - 577 277927
ონისე კოკელაძე - 593 195319

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი