ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3009 - ტენდერი მეორადი საბურავების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია “RMG Copper” აცხადებს ტენდერს მეორადი საბურავების გაყიდვის მიზნით.

გასაყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
პროდუქციის მიწოდების ადგილი - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი.

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

  • მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს „გამყიდველის“ საწარმოო ტერიტორიიდან პროდუქციის გატანა.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება მეორადი საბურავების გატანამდე არანაკლებ ორი დღით ადრე და მხოლოდ მისი ღირებულების გადახდის შესაბამისი საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება პროდუქციის გატანა საწარმოო ტერიტორიიდან.

ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც წაროდგენილი უნდა იყოს:

  • პროდუქციის შესყიდვის ფასი და გატანის ვადები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით; (იურიდიული პირის შემთხვევაში)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com , შემდგომში, ტენდერის ვადის ამოწურვამდე კოდის გამოგზავნის პირობით.
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 18.10.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის