ჩაბარების ვადა:

19 ოქტომბერი 2017, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T3015 - ტენდერი ავტო გასამართი სადგურების არქიტექტურული პროექტირებისა და სამშენებლო-საექსპლუატაციო ნებართვების მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „რომპეტროლ საქართველო“ აცხადებს ტენდერს ავტო გასამართი სადგურების არქიტექტურული პროექტირებისა და შესაბამისი სამშენებლო-საექსპლუატაციო ნებართვების მომზადებისათვის.

მოთხოვნები:

  • სადგურისთვის არქიტექტურული გენერალური გეგმის / ნახაზის მომზადება
  • სადგურის მშენებლობისათვის საბოლოო არქიტექტურული პროექტის მომზადება
  • სამშენებლო-საექსპლუატაციო ნებართვებისა აღება და დელეგირება

სატენდერო წინადადებაში უნდა იყოს:

  • ფასი ერთ ობიექტზე სამივე მოთხოვნილი სერვისისათვის ცალ-ცალკე (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განფასების დაყოფა რეგიონების მიხედვით: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, თბილისი, კახეთი. ლარი, დღგ-ს ჩათვლით)
  • სერვისის შესრულების ვადები (კალენდარული დღე)
  • გადახდის პირობები (ავანსი % არსებობის შემთხვევაში)
  • შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭდიანი RFQ ფაილი (იხილეთ მიმაგრებული ფაილი: 05 RFQ.xlsx)
  • პრეზენტაცია განხორციელებულ პროექტებზე და ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ (ინგლისურ ან რუსულ ენაზე)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის, 19 ოქტომბერი, 13:00 საათი.

სატენდერო წინადადება გამოაგზავნეთ მეილზე: giorgi.kapanadze@rompetrol.com  

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მისაღებად: 595 560 051 - თორნიკე

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები