ჩაბარების ვადა:

24 ოქტომბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3019 - ტენდერი 1 კმ-იანი გაზსადენი მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ფასთა გამოკითხვას მომსახურების: 1 კმ-იანი გაზსადენი მილის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე 13/10-NEO-S/REP-17

მომსახურების აღწერა:
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ავტო-გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 კმ სიგრძის მილის რეაბილიტაცია შემსრულებლის მასალით:

  • საორიენტაციოდ 1 კმ. გაზის მილის აწევა;
  • საორიენტაციოდ 300 ცალი საყრდენის გამოცვლა;
  • საორიენტაციოდ 1000 ცალი მილის დამჭერი სარტყელის გაკეთება;
  • საორიენტაციოდ 50 მეტრი საჰაერო მაგისტრალის ლითონის 18მმ - იან გვარლზე დაკიდება.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით.
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე, ტელეფონი -  599 97 88 18

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 24 ოქტომბერი, 17:00 საათი

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები