ჩაბარების ვადა:

24 ოქტომბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3026 - ტენდერი ბრონირებული მინების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბრონირებული მინების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • ემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები

  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯებს;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას თბილისის მასშტაბით და თბილისიდან 100 კმ. მანძილზე;
  • ბრონირებული მინა უნდა იყოს თერმული დამუშავების;
  • ბრონირებული მინა უნდა იყოს სამფენიანი (10მმ-6მმ-10მმ);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი ხელშეკრულება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 17 ოქტომბერი 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი No1-ის, პროდუქტი No2 და ა.შ გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: გიორგი ბუქური
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7775)
მობ.:(+995 599) 565992 / ელ-ფოსტა: gbukuri@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 ოქტომბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=796&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები