ჩაბარების ვადა:

29 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3031 - ტენდერი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების შეძენა-მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. „ცირკი“ აცხადებს ტენდერს ვიდეომეთვალყურეობის სისტემების შეძენა-მონტაჟზე.

სავალდებულოა: ობიექტის შიდა და გარე ტერიტორიის სამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვა, ასევე ობიექტზე არსებული აპარატურის დემონტაჟი.
ობიექტზე დასამონტაჟებელი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ტექნიკური საშუალებების დასახელება და მახასიათებლები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში. 

განმარტება: 
ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები გულისხმობს ობიექტზე დასამონტაჟებელი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების შეძენას, მონტაჟს/დემონტაჟს და შემდგომ სერვისს.

დამატებითი ინფორმაცია:
ტენდერში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზება წერილობით, მასში აღნიშნული ყველა პირობის გათვალისწინებით. აგრეთვე, ტენდერში მონაწილე კომპანიის სრული რეკვიზიტები და შესრულებული პროექტების ჩამონათვალი. სატენდერო წინადადების და ტენდერით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ჩაბარება უნდა მოხდეს მეილის საშუალებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება გთხოვთ გამოაგზავნოთ ელექტრონულად შემდეგ მეილზე : mishayipshidze@gmail.com 

პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების გამოგზავნამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ბატონ მიხეილ ყიფშიძეს
ტელ. ნომერი 995 95 39-15-39

ტენდერის ვადა: 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 ოქტომბრამდე.

ტექნიკური დავალება იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა