ჩაბარების ვადა:

6 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T309 - ტენდერი საბურავების შესყიდვა-მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ჩაბარების ვადა გახანგრძლივდა 2015 წლის 06 თებერვლამდე.
ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საბურავების შესყიდვა-მომსახურებაზე

საქონლის დასახელების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს მომსახურების თანხას (საბურავების მოხსნა, დაყენება და ბალანსირება)

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება

მომწოდებელმა დეტალურ შეთავაზებაში უნდა მიუთითოს საგარანტიო მომსახურების ვადები

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა დეტალურ შემოთავაზებაში უნდა მიუთითონ ყველა ბრენდის საბურავის და შესაბამისი საბურავის ზომების ფასები

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება ქარხნული წუნით მოწოდებულ საბურავზე და შეცვალოს წუნიანი საბურავი ახალით, იგივე ტიპის საბურავით ან აანაზღაუროს აღნიშნულ საბურავში გადახდილი თანხა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა პროდუქციის ჯამური ფასი ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში ლარებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ, ხოლო დეტალური ფასები კონკრეტული ბრენდის და ზომების მიხედვით (რომელსაც ითვალისწინებს მოცემული ტენდერის დეტალური აღწერა) უნდა აიტვირთოს დოკუმენტაციის სახით.

გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 21 იანვრიდან – 2015 წლის 06 თებერვლის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით
  • თანხის გადახდა მოხდება საბურავების მოწოდების, მომსახურების გაწევისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 06 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის საბურავების შესყიდვის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=356&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".