ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T3143 - ტენდერი თხევადი გაზის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს: 

  • ნომრით #- EF-GE/358
  • დანიშნულება : 50 000 კგ თხევადი გაზის შესყიდვა სატვირთველებისთვის

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას ყოველდღიურად სოფელ ნატახტარში,ლუდსახარშ „ნატახტარში. ქარხნის მუშაობის რეჟიმიდან გამომიდინარე უნდა უზრუნველყოთ თხევადი გაზის უწყვეტი მომარაგება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სს“ლომისს“ არ გააჩნია საკუთარი ავზი. მომწოდებელს უნდა შეეძლოს თავისი ავტოცისტერნის მუდმივად ქარხნის ტერიტორიაზე განთავსება. ქარხნის ტერიტორიაზე საჭიროებისამებრ უნდა იმყოფებოდეს მომწოდებლის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს ბალონების დატუმბვას.
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 30 სამუშაო დღე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

  • შემოთავაზების მიღება იწყება 09.11.2017 16:00
  • შემოთავაზების მიღება მთავრდება 22.11.2017 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ლექსო თოთაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი