ჩაბარების ვადა:

29 ნოემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3144 - ტენდერი პორტალური ამწის რეალიზაციაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ , რომელიც არის ეი პი ემ ტერმინალზის ჯგუფის წევრი, აცხადებს ტენდერს ორი ერთეული პორტალური ამწის რეალიზაციაზე.

სარეალიზაციო საქონელი:

  • „კონდორი #2“ (რეგისტრაციის № 1291)
  • „კონდორი #5“ (რეგისტრაციის ნომერი №1301)

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია - ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია (მის.: დ. ღმაშენებლის ქ. #52, 4100, ფოთი, საქართველო).

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #1) გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე;
  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #2) გთხოვთ გაეცნოთ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქციას/გრაფიკს და დაგვიდასტუროთ;

კომერციული პირობები

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს სატენდერო წინადადების ღირებულების 5%-ს. გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით აღემატება სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას, რომელიც შეადგენს 45 კალენდარულ დღეს;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ (კონტრაქტორმა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა მოახდინოს ავანსის სახით (100%) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

ტექნიკური დოკუმენტაცია და პირობები

  • გასაყიდი ერთეულების ტექნიკური მონაცემები და ტექნიკური მდგომარეობის შეფასება/დასკვნა იხილეთ ბმული ფაილების სახით (დანართები # 3, 4, 5, 6).

უსაფრთხოება

  • უსაფრთხოება ჩვენი კომპანიის უპიველესი საზრუნავია. თანდართული ფაილის სახით გთხოვთ იხილოთ და გაეცნოთ ეი პი ემ ტერმინალზის სამშენებლო უსაფრთხოების პოლიტიკას (დანართი #7). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ტიპის სამშენებლო თუ მსგავსი ტიპის ოპერაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს დოკუმენტში მოცემული პირობების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს ამწე-ერთეულების დემონტაჟი და გამყიდველის ტერიტორიიდან მათი გატანა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან 3 კვირის მანძილზე.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენასთან ერთად პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ამწე(ებ)ის დემონტაჟის და ტერიტორიიდან გატანის გეგმა და აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტი (გეგმაში დაწვრილებით უნდა იქნეს მოცემული ამწეების დაშლის და გატანის პროცედურა და ამ ოპერაციისათვის გამოსაყენებელი დამხმარე ტექნიკის ჩამონათვალი).
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს კონტრაქტორის მუშახელით, ტექნიკითა და სამუშაო იარაღებით.
    იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტორს დაჭირდება პორტის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენება ის გადაიხდის ტექნიკით სარგებლობის თანხას ნავსადგურში არსებული ტარიფების მიხედვით.
  • აუცილებელია კონტაქტორმა კომპანიამ სამუშაო მოედანზე შეინჩუნოს სისუფთავე და უზრუნველყოს დემონტაჟისთვის გამოყოფილი ტერიტორიის უსაფრთხოება ნავსადგურში მიმდინარე სხვა ოპერაციებისათვის. შენიშვნა: ამწე(ებ)ის დემონტაჟი ვერ მოხდება გემების დაცლის თუ დატვირთვის ოპერაციების პარალელურად.
  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა ატვირთონ ქვე-კონტრატორი კომპანიების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ხელშეკრულების გაფორმებამდე გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბუთი, რომ მუშა-ხელს, რომელიც ჩართული იქნება ამწის დაშლის და გატანის ოპერაციებში აქვს სიცოცხლის და უბედური შემთვევის დაზღვევა. ასევე კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს მესამე მხარის პასუხისმგებლობის და საოპერაციო საქომიანობის რისკების დაზღვევის სერთიფიკატი.

სატენდერო შემოთავაზება

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში (ბმული # 8) მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (ტერიტორიიდან გატანის გეგმა) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:

  • ფასი - მაღალი ქულა უმაღლესი ფასისთვის;
  • ამწ(ებ)ის გატანის ვადა - მოკლე ვადას მიენიჭება უპირატესობა;
  • სამოქმედო გეგმის სპეციფიკა და ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • რისკების შეფასების ხარისხი და მისი შესაბამისობა კომპანიის უსაფრთოების მოთხოვნებთან.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - manana.tkabladze@apmterminals.com
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ მანანა ტყაბლაძეს (საკონტაქტო ინფორმაცია: მობილური: (+995) 599 887541 ელ.ფოსტა manana.tkabladze@apmterminals.com
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა - 29.11.2017

Tender Description:

Poti Sea Port Corporation, part of APM Terminals, announces Tender on the sale of two units of Portal Cranes

Object for sale:

  • Portal crane Condor #2 (registration № 1291)
  • Portal crane Condor #5 (registration №1301)

Location of object of sale: JCS Poti Sea Port Corporation Regime Area (address: 52 D. Aghmashenebeli str., 4100, Poti, Georgia,).

Tender documentation:

  • Enclosed please find Confidentiality Agreement (Attachment 1) and submit signed copy of the document in case of participation in the Tender;
  • Please review and confirm the Instructions to the Tenderers (Attachment 2);

Commercial terms:

  • The tenderer should submit Tender Security that shall amount 5% of the Tender. Tender Security validity shall exceed Tender proposal term by 30 calendar days which itself shall be valid 45 calendar days.
  • Tender winner (Contractor) shall pay contractual amount in advance (100%) within 5 calendar days after contract sign-off.

Technical Specifications and Documents:

  • Technical specification and technical assessment of the current condition of the cranes are attached (Attachments #3, 4, 5, 6)

Safety:

  • Safety is number one concern of our company. Enclosed please find APM Terminals Construction Safety Manual (Attachment #7). Please note that Construction and related operations at APM Terminals shall be conducted in compliance with the policy requirements.

Mandatory requirements:

  • The buyer shall ensure de-construction and collection/transportation of the crane(s) from the Seller’s premises at its own expense within 3 (three) weeks after signing Sales Agreement. 
  • Together with Tender Proposal the tenderer shall submit execution plan and risk assessment for Crane(s) de-construction collection/transportation from the Seller’s premises. (the plan shall give detailed description of the crane(s) dismantling and removal process and specify equipment used to accomplish the procedure).
  • All works shall be performed by the contractor’s manpower, equipment and tools.
    If need arises to use port equipment contractor shall be charged in accordance with port rates;
  • Work space shall always be kept clean / safe for other operations. De-construct will not take place during vessel operations, and structure must be secure at all times.
  • Tenderer should submit the list of sub-contractors (if any)
  • When awarding the contract, tender winner should submit document specifying manpower involved in the operations have Life and Personal Accident Insurance and provide certificate for third party liability insurance and de-construction risks.

Tender proposal:

  • In order to submit the tender, the tenderer shall fill in the tender proposal form (attachment # 8)
  • The tender proposal and supporting documents shall be stamped and signed;

Tender Evaluation Criteria:

  • Price – higher points for higher price;
  • Shorter timeline to ship the crane(s) from the Seller’s premises
  • Execution plan accuracy and compliance with tender requirements;
  • Compliance with Risk assessment / Company Safety Plan

Submission Terms:

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები