ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3159 - ტენდერი ბრენდირებული ბლოკნოტების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge

საწვავის ხარისხისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო კომპანია ფრეგო-ს წარმატების გასაღები. სწორედ მომხმარებელზე ზრუნვა განაპირობებს მომხმარებლისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადებას.

კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს ბრენდირებული ბლოკნოტების დამზადებაზე.

ბრენდირებული ბლოკნოტის სატენდერო მოთხოვნები:

  • მასალა: ტყავი
  • ფერი: წითელი
  • ფორმატი: A5
  • შიგთავსი: თეთრი ფურცელი (90 გრ)
  • რაოდენობა: 300 ცალი;
  • ყდას შიდა მხრიდან უნდა ჰქონდეს სავიზიტო ბარათების მოსათავსებელი განყოფილება;

ბრენდირებისთვის დიზაინის მოწოდებას უზრუნველყოფს კომპანია ფრეგო (შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტვიფრის სახით ბრენდირება).

გთხოვთ შემოგვთავაზოთ ბრენდირებული ბლოკნოტების განფასება, წარმოგვიდგინოთ ნიმუშები და ასევე მოგვწეროთ პროდუქციის მოწოდების ვადის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 16 ნოემბერი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: tamar@frego.ge 

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar@frego.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა