ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T3179 - ტენდერი გამათბობლების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს გამათბობლების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

  • ფიქსირებული ფასები: ზემოაღნიშნული ფასები მყარია და ფიქსირებული და ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდში არ ექვემდებარება ცვლილებას (მინიმუმ 30 დღე).
  • მოწოდების გრაფიკი: მოწოდება უნდა მოხდეს ზემოთ მოყვანილი განრიგის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა კონტრაქტის ხელმოწერის თარიღიდან.
  • გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარებში. შესყიდვის კონტრაქტის ღირებულების 100% გადაიხდება არაუგვიანეს 30 (კალენდარული) დღისა საქონლის მოწოდების, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ. წარმოსადგენი
  • დოკუმენტებია: მომწოდებლის ინვოისი (დედანი და ორი ასლი), სადაც მოცემულია საქონლის აღწერა, რაოდენობა, ერთეულის ფასი და მთლიანი თანხა.
  • გარანტია: შემოთავაზებულ საქონელს უნდა ჰქონდეს მწარმოებლის გარანტია არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის ვადით დამკვეთისათვის მიწოდების მომენტიდან. გთხოვთ, დეტალურად მიუთითოთ კონკრეტული საგარანტიო პერიოდი და პირობები.
  • მოწოდების პირობების დარღვევა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ყოველგვარი ვალდებელების წარმოშობის გარეშე გააუქმოს გაცემული კონტრაქტი, თუკი მომწოდებელი ვერ შეძლებს საქონლის მოწოდებას ზემოთ მოცემული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

შენიშვნა:

  • შემოთავაზებული საქონელი არ უნდა იყოს ჩინური წარმოების.
  • გთხოვთ იხილოთ თერმოსტატიანი კონვექტორის თანდართული ფოტო

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები.
  • ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (იხილეთ დანართი 1)

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N40/1, ან ელექტრონულ მისამართზე: g.giorgobiani1988@gmail.com  არაუგვიანეს 2017 წლის 22 ნოემრბის 16:00 საათამდე.

საკონტაქტო პიროვნება:
გიორგო გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები