ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T3181 - ტენდერი ქვაფენილის დაგებასა და ტერიტორიის მოხრეშვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: ქვაფენილის დაგება და ტერიტორიის მოხრეშვა #17/11-SAK-S/LW-17

მომსახურების აღწერა:

  • 2520 მ2 ქვაფენილის დაგება ბედეგის ფილებით (ძვალი) და 6180 მ2 ტერიტორიის მოხრეშვა შემსრულებლის მასალით;
  • მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, აგლაძის ქ.N32

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობები;
  • მოსაპირკეთებელი ტერიტორიის დახასიათება;
  • მოსაპირკეთებელი ტერიტორიის გეგმა.

შპს „საქინვესტი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი გილაური: საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60;

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 01.12.2017, 15:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები