ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3202 - ტენდერი ავტოგასამართ სადგურის ბრენდირებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge 

კომპანია „ფრეგო“-ს აცხადებს ტენდერს თბილისის აგს-ს ავტოგასამართ სადგურის ბრენდირებასთან დაკავშირებით.

ავტოგასამართი სადგური მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, საქ.სამხედრო გზასა და დიდი დიღმის შემაერთებელი მაგისტრალის გადაკვეთაზე. ს/კ 01.13.01.001.002

სატენდერო მოთხოვნები:

  • აგს-ის ქუდზე უკვე არსებულ მილკვადრატის კონსტრუქციაზე გადაჭიმულ ბანერზე და პლასტიკატზე უნდა გადაეკრას წითელი და თეთრი ფერის ორაკალი, რენდერ N1-ში მოცემული ზომების და დიზაინის შესაბამისად.
  • ოფისის ქუდზე, უნდა დამაგრდეს ლითონის კონსტრუქციაზე დამაგრებული თეთრის ფერის დიბონდი, რომელზეც უნდა განთავსდეს აგს-ს ქუდზე უკვე არსებული განათებული მოცულობითი ასოები და კომპანიის ლოგო, რენდერ N 3-ში მოცემული ზომების და დიზაინის შესაბამისად.
  • ოფისის არსებული ქუდი შეფუთულია პლასტიკატის მასალით, რომელსაც უნდა გადაეკრას წითელი და თეთრი ფერის ორაკალი და დამაგრდეს ორი წარწერა მნათი ასოებით: „ოფისი“ და „მარკეტი", შემდეგი მასალით: თეთრი ორგმინა პვხ-ს წითელი ბორტით, წითელი კონტრაჟურის ნათებით, რენდერ N4 და N5 -შ ში მოცემული ზომებით დ დიზაინით.
  • არსებულ ფასმაჩვენებელს (სტელას) , რომლის გვერდები შეფუთულია შავი ფერის დიბონდის მასალით, არსებულ შავ დიბონდის მასალაზე უნდა გადაეკრას წითელი ფერის ორაკალი. N3-ში მოცემული ზომების და დიზაინის მიხედვით.
  • არსებულ ფასმაჩვენებელს (სტელას) უნდა დაემატოს მეხუთე პროდუქტი რენდერ N3-ში მოცემული ზომების და დიზაინის მიხედვით. გამოსაყენებელი მასალა თეთრი ელ. ტაბლოები, თეთრი დიბონდი და ჩარჩო წითელი დიბონდის ან თეთრ დიბონდზე გადაკრული წითელი არაკალი. ყველა დეტალზე გამოყენებული უნდა იყოს ერთნაირი წითელი ფერის ორაკალი.
  • არსებულ ფასმაჩვენებელს (სტელას) ქვემოთ, სარეკლამო წარწერის ძველი სლოგანი უნდა შეიცვალოს ახლით - “გონივრული გადაწყვეტილება“. გამოსაყენებელი მასალა: თეთრი დიბონდი, ამოფრიზილი და შიგნით ჩასმული წითელი ორგმინა ამონათებით რენდერ N3-ში მოცემული ზომების და დიზაინის მიხედვით.
  • მარიგებელ სვეტებს შორის არსებული სარეკლამო ყუთის თავზე ძველი სლოგანი უნდა შეიცვალოს ახლით - “გონივრული გადაწყვეტილება“. გამოყენებული მასალები: თეთრი და წითელი არაკალი, რენდერ N6-ში მოცემული დიზაინის მიხედვით.
  • აუცილებელი მოთხოვნაა აგს-ზე მისვლა, ფასმაჩვენებლის, ოფისის, სარეკლამო დაფის და აგს-ის ქუდის დათვალიერება ზუსტი ზომების დადგენის მიზნით.
  • გამოსაყენებელი მასალა : მილკვადრატი 20/20 -ზე, წითელი და შავი ორაკალი. დიბონდი, თეთრი ორგმინა პევეხას წითელი ბორტებით.
  • გამოსაყენებელი შრიფტი BPG Banner QuadroSquare Caps

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ შემოგვთავაზოთ შპს „ფრეგო-ს დიღომის აგს-ს ბრენდირების განფასება დანართი N1 მიხედვით, 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ სატენდერო შემოთავაზება ელ. ფოსტის მეშვეობით: tamar@frego.ge  

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar@frego.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები