ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3208 - ტენდერი სადაზღვევო მომსახურებებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სადაზღვევო მომსახურებების მომწოდებლის შესარჩევად.

ტენდერის მიზანია გამოვლინდეს ერთი ან რამდენიმე მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურებაზე.

ტენდერი ჩატარდება სამ ლოტად:

  • ლოტი 1 - ქონების დაზღვევა;
  • ლოტი 2 - საჯარო პასუხისმგებლობის დაზღვევა(GTPL);
  • ლოტი 3 - დირექტორების პასუხისმგებლობის დაზღვევა(D&O); 

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე კომპანია, რომელთანაც ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები;
  • მეორე ეტაპზე მოხდება გამარჯვებული კომპანი(ებ)ის შერჩევა საუკეთესო ფასისა და პირობების გათვალისწინებით;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, არაუგვიანეს 2017 წლის 4 დეკემბრუს 18:00 საათისა შემდეგ მისამართზე: სს „ტერაბანკი“, სათავო ოფისი, ქ. თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3.

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია(საკონტაქტო პირის მითითებით);
  • ტენდერის დასახელება;

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე, (მომსახურების ტარიფები და პირობები) როგორც ამობეჭდილი (ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული), ასევე ელექტრონული ფორმით (CD, USB);
  • კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მომსახურების სახის მიხედვით, ცალ-ცალკე);
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;

დაინტერესებულმა კომპანიებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოდ ანდრო ტატიშვილს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: andro.tatishvili@terabank.ge  ან ტელეფონზე 255 00 00 (2008).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მიოთხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი კომპანია პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე. როგორც ტენდერის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები