ჩაბარების ვადა:

7 დეკემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3221 - ტენდერი ავტომატური აირადი ხანძარქრობის სისტემების შესყიდვა/ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს, ავტომატური აირადი ხანძარქრობის სისტემების შესყიდვა/ მომსახურებაზე.

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

ოთახის ზომებია (ბოლო პარამეტრი სიმაღლეა):

  • 370/270/255
  • 470/390/240
  • 500/290/220
  • 510/490/320
  • 630/400/270

დამატებითი მოთხოვნები:

  • ავტომატური ხანძარქრობის სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოცემული სივრცეების შიდა პერიმეტრზე წარმოქმნილი ხანძრის კერის სრული ქრობა;
  • ჩამოთვლილი ობიექტები განლაგებულია რეგიონებში (ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, გორი, რუსთავი)
  • ავტომატური ხანძარქრობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს, ოთახებთან სიახლოვეში, კედლის გარე პერიმეტრზე;
  • სისტემა უნდა მოიცავდეს მართვის საკონტროლო პანელს, საჭირო დეტექტორებით, ღილაკებით და სენსორებით, რომელსაც ექნება ქსელში ჩართვის და ცენტრალიზებულად მართვის შესაძლებლობა;
  • სისტემას უნდა გააჩნდეს ალტერნატიული კვების წყარო, ელ. ენერგიის გათიშვის შემთხვევაში შესაძლებელი რომ იყოს 7-8 საათის მანძილზე შეუფერხებელი მუშაობა;
  • ყველა სხვა ტექნიკური დეტალი უნდა იყოს ავტომატური აირადი ხანძარქრობის სისტემის, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი;
  • დაინტერესებულ კომპანიას უნდა გააჩნდეს შემოთავაზებულ სისტემებზე, მწარმოებლის, აირის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამორიცხვის შესაბამისი ოფიციალური სერთიფიკატი;
  • დაინტერესებულ კომპანიას უნდა გააჩნდეს, სისტემის მწარმოებლის მიერ ჩატარებული ტრეინინგების დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული აირის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა და ახლით ჩანაცვლების პროცესის აღწერა, ასევე საორინეტაციო ღირებულება;
  • დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს, მოთხოვნილი სისტემის ინსტალაციაზე, გამოცდილების შესაბამისი დოკუმენტაცია;
  • მოწოდების ვადა: * კვირა;
  • გარანტია სისტემაზე(აპარატურა, აირი): * წელი;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 30 ნოემბრიდან, 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ვიქტორ ზუმბაძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (7501)
მობ.:(+995) 593115223 /
ელ-ფოსტა: vzumbadze@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 7 დეკემბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=819&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები