ჩაბარების ვადა:

11 დეკემბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3229 - ტენდერი რეზინის ჩექმების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს მასალის: რეზინის ჩექმების შესყიდვაზე #1/12-SAQ-RBOOT-17

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • რეზინის ჩექმა ზოგადი დანიშნულების ქსოვილოვანი სარჩულით;
  • რაოდენობა - 1200 წყვილი;

პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა, N13.
ზომები დაზუსტდება უშუალოდ შეკვეთის წინ ერთი კვირის ვადაში.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N13;
  • შემოთავაზებული პროდუქტის ნიმუში;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;

წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 11 დეკემბერი, არაუგვიანეს 17:00 საათისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 18800000 ფეხსაცმელი