ჩაბარების ვადა:

11 დეკემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3232 - ტენდერი საამქროში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს.“მინა“-ს დაგეგმილი აქვს ერთ-ერთ საამქროში სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ტენდერის ჩატარების გზით.

კერძოდ : კერამიკული ფილის გაკვრა კედელზე და მოზაიკის ფილის დაგება იატაკზე.

სამუშაოს მახასიათებლები:

  • კედელზე გასაკრავი ფილა - 64 მ2
  • იატაკზე დასაგები ფილა -27 მ2

სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო მასალით უზრუნველყოფას ახდენს თავად კომპანია.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება ელ.მისამართზე : AALAVERDASHVILI@sisecam.com  2017 წლის 11 დეკემბრის 18:00 სთ-მდე ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ წერილს მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტები (მოცულობა, ხანგრძლივობა, დასრულების თარიღი, საბალანსო ღირებულება, საკონტაქტო პირი/ მონაცემები)
  • შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა
  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა / დანადგარების ჩამონათვალი

რეკომენდაცია

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი

ბანკთან ურთიერთობა (საბანკო გარანტიები)

  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 10% / ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან 2 თვის ვადით)
  • ავანსის გაცემა განხორციელდება გამონაკლისის შემთხვევაში და მხოლოდ საბანკო/სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გადაწყვეტილების მიღების პროცესი გრძელდება 1 -4 კვირამდე.
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

განიხილება მხოლოდ 11 დეკემბრამდე შემოსული წინადადებები რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგნეილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები