ჩაბარების ვადა:

12 დეკემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3234 - ტენდერი სოდის ტრანსპორტირებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

 ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს სოდის ტრანსპორტირების შესახებ.

გთხოვთ გვაცნობოთ ტრანსპორტირების ფასი;

  • ტვირთი: სოდიუმის კარბონატი (სოდა)
  • ტვირთის რაოდენობა: 2800 ტონა (+-)
  • მიმართულება: ვარნა/ბულგარეთი – ქსანი/საქართველო 
  • გადაზიდვის საშუალება: საზღვაო , სარკინიგზო.
  • დატვირთვის ადგილი: Port Varna West
  • დატვირთის დაწყების სავარაუდო თარიღი : 27/12/2017 (L/C : ტვირთის დატვირთვა დაიწყება მიახლოებით მითითებულ პერიოდში, ეს არაა ზუსტი თარიღი)
  • დატვირთვის პირობა: FOB (Free on board)
  • დანიშნულების ადგილი: ს.ს. „მინა“ ქსანი/მცხეთის რეგიონი/საქართველო
  • ბულგარეთიდან ბათუმის ან ფოთის პორტამდე საქონელი მოდის ზღვით, პორტიდან ქსნამდე საქონელი მოდის რკინიგზით, ღია ნახევარვაგონებით.
  • შეფუთვა: ტვირთი დაფასოებულია და შეფუთული 1 ტონიან ჩანთებში / Big Bags 120 X 120 სმ (დაშვებულია მცირედი ცდომილება +– 5 სმ.)
  • ტვირთი უნდა იყოს ჩამოტვირთული ან იმყოფებოდეს ჩამოტვირთვის პროცესში ბათუმის ან ფოთის პორტში, მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში .
  • ადგილზე მიწოდება: პორტიდან ქარხანას, სოდა უნდა მიეწოდოს ღია/ნახევარ ვაგონებით, დღეღამეში არაუმეტეს 10 ვაგონისა.
  • ტვირთის შემოტანა ქარხანაში / “MINA“–ს ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს ტვირთის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

შენიშვნა: გემი არ შემოდის საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში, სანამ არ დასრულდება საქონლის წინასწარი განბაჟება. ყველა საბუთის ასლი უნდა დამოაგზავნოთ წინასწარ რათა, „მინა“-მ განახორციელოს წინასწარი განბაჟების ყველა პროცედურა.

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით : DSEBISKVERADZE@sisecam.com 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება ა/წლის 12 დეკემბერს 18:00 სთ–მდე, დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი, სოფელი ქსანი, ს.ს.“მინა“ს- სათაო ოფისი

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • ბოლო სამი წლის ბრუნვა
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტები (მოცულობა, ხანგრძლივობა, დასრულების თარიღი, საბალანსო ღირებულება, საკონტაქტო პირი/ მონაცემები)
  • შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა

 გაითვალისწინეთ დაგვიანებული წინადადებები არ განიხილება.

ტენდერის კატეგორია:

  • 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 60600000 წყლის ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები