ჩაბარების ვადა:

13 დეკემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3241 - ტენდერი მაგისტრალური გაზსადენის ტრასის (73-75კმ) “RMG GOLD”-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან გადატანის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG Gold აცხადებს ტენდერს „წითელი ხიდი – წალკა – ალასტანი“ მაგისტრალური გაზსადენის ტრასის (73-75კმ) “RMG GOLD”-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან გადატანის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შედგენაზე.

პროექტის განხორციელების ვადებია: 15.12.2017- 15.01.2018

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გზშ-ის ანგარიშის მომზადების სფეროში;
  • ძირითადი და დამხმარე პერსონალის/ექსპერტების მონაწილეობა.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ მასალებში

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - To: LPirveli@richmetalsgroup.com  Cc: NDvali@richmetalsgroup.com 
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 13.12.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები