ჩაბარების ვადა:

29 დეკემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3251 - ტენდერი სადაზღვევო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „გროს ენერჯი“ დაფუძნდა 2007 წელს, ხოლო 2009 წლიდან ფუნქციონირებს შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“-ს სახელით.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე; მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე იურიდიულ მხარეს, რაც გულისხმობს ნებართვების და ლიცენზირების ეტაპებზე სრულ მომსახურებას. კომპანიას ასევე აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ჰიდროლოგიური, გეოდეზიური, გეოფიზიკური, გეოლოგიური საველე კვლევები და მომხმარებელს მიაწოდოს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროდუქტი.

კომპანია უცხოელ პარტნიორებთან ერთად კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო დონის მომსახურებას გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სოციალური მიმართულებით სხვადასხვა მომსახურებებს.

  • თანამშრომელთა რაოდენობა - 60;
  • საოჯახო პაკეტს შეიძენს დაახლოებით 10-15 თანამშრომელი;

გთხოვთ, შემოგვთავაზოთ 4 სახის სადაზღვევო პაკეტი, მინიმალური ღირებულების პაკეტად განისაზღვროს 35 ლარი.

გთხოვთ შემოგვთავაზოთ შემდეგი სადაზღვევო პირობები, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:

  • ჰოსპიტალური და ამბულატორული მკურნალობა;
  • პირადი/ოჯახის ექიმის მომსახურება;
  • სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;
  • ორსულობის მონიტორინგი და მშობიარობა; 
  • მედიკამენტური მკურნალობა;
  • პროფილაქტიკური შემოწმება ;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  • სტომატოლოგია;
  • გადაუდებელი ვაქცინაცია 
  • თანდაყოლილი დაავადებების (თიაქარი,კრიპტორხიზმი,დერმოიდული კისტა,ფიმოზი,დაკრიოცისტიტი, ასტიგმატიზმი და ჰემანგიომა) მედიკამენტოზურ/ ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა;
  • ღრძილების მკურნალობა ვექტორით;
  • კბილების წმენდა ეარფლოუს მეთოდით;
  • მონონუკლეური ანტისხეულებით მკურნალობა;
  • დიაბეტის მონიტორინგი და მკურნალობა.
  • მედიკამენტად დარეგისტრირებული ბიოლოგიურად აქტიური კვებით დანამატები;
  • დარეგისტრირებული ვიტამინები, ჰომოეპატიური და იმუნორეგულატორული მედიკამენტები;
  • ექთნის მომსახურეობა ბინაზე;

ოჯახის წევრების (მეუღლე და ნებისმიერი ასაკის შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.
უბედური შემთხვევის დაზღვევა.
Ⴑამოგზაურო დაზღვევა (აუცილებელია თანამშრომლებისთვის)
ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში თანამშრომლების (რაოდენობის მიუხედავად) როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო პაკეტში დაზღვეულთა დამატების და გამოკლების შესაძლებლობა;

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • შეთავაზება პრეზენტაციის სახით;
  • სადაზღვევო პირობების დეტალური აღწერა;
  • სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები (როგორც პროვაიდერ, ასევე არაპროვაიდერი კლინიკის შემთხვევაში), საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
  • პროვაიდერების სია;
  • გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გამოცხადების თარიღი: 08.12.2017
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 29.12.2017

გთხოვთ, სატენდერო დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ 2017 წლის 29 დეკემბერის 18:00 საათამდ, ელ. ფოსტაზე hr@gegroup.org 

საკონტაქტო პირი:
ქრისტინე ჩიქოვანი
ტელ: 59818766

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები