ჩაბარების ვადა:

11 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T335 - ტენდერი დისკური მასივის შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს დისკური მასივის HP 3PAR 7400N4 - მყარი დისკების შესყიდვა/მომსახურებაზე. 

საქონლის დასახელება:

  • 1. P/N: QR494A - 450GB SAS 10K 2.5in HDD - 32 ცალი
  • 2. P/N: QR491A - HP M6720 3.5in 4U SAS Drive Enclosure - 1 ცალი
  • 3. P/N: QR500A - HP M6720 3TB 6G SAS 7.2K 3.5in NL HDD - 16 ცალი

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)

მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.

საგარანტიო მომსახურება (მწარმოებლის ქარხნული 3 წლიანი გარანტია)

მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი).

მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული ტენდერისთვის შესაბამისი მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის გასწვრივ;

გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 3 თებერვლიდან – 2015 წლის 11 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“.
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 11 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის დისკური მასივის HP 3PAR 7400N4 - მყარი დისკების შესყიდვა/მომსახურების ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=358&lang=geo