ჩაბარების ვადა:

16 იანვარი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3350 - ტენდერი ალუმინის ჯიხურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ალუმინის ჯიხურების შესყიდვაზე 09/01-NEO-P/KSK-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ალუმინის ჯიხური მინაპაკეტით შემინული - 1.30*1.00*2.25 – 2 ცალი;
  • ალუმინის ჯიხური მინაპაკეტით შემინული - 1.50*2.00*2.25 – 2 ცალი;

შენიშვნა: ჯიხურები უნდა იყოს იატაკის გარეშე.

ჯიხურების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს გმყიდველის მიერ შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, გულუას ქ. N22;
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფ. დაფნარი;
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფ. არგვეთა - 2 ცალი.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • ჯიხურების ნახაზები;
  • ჯიხურის ნიმუში.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
  • ინფორმაცია ანალოგიური/მსგავსი გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • ჯიხურებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად:
    თეიმურაზ ჩიჩუა. საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10;
    ოთარ გოცირიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 46 48 08.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 16 იანვრის 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები