ჩაბარების ვადა:

17 იანვარი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3351 - ტენდერი საკანცელარიო, ავეჯის და სხვა სახის საქონელის ტრანსპორტირების მომსახურეობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მაშტაბით საკანცელარიო, ავეჯის და სხვა სახის საქონელის ტრანსპორტირების მომსახურეობაზე ბანკის სერვის ცენტრებში;

მომსახურების დასახელება:

პროდუქტი #1 ტრანსპორტირება თბილისის და რეგიონების მასშტაბით (სერვის ცენტრები მისამართებით იხ. დანართი N1)

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); 
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • მომწოდებლებმა პროდუქტი #1-ის გასწვრივ უნდა მიუთითოს თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ფიქსირებული თანხა, რომელიც უნდა მოიცავდეს მუშების მომსახურებას ფასსაც.

ფიქსირებული თანხის დათვლისას კომპანიას შეუძლია ისარგებლოს თანდართული ცხრილით (დანართი No1), სადაც მითითებულია საქ. ბანკის ობიექტების მისამართები. სადაც კომპანიას მოუწევს თბილისი, თემქა, ურეკის ქ. #2-იდან სხვადასხვა სახის ინვენტარის გადაზიდვა/უკან წამოღება. ასევე სერვის ცენტრებს შორის გადაზიდვაც.

სამუშაოს მოცულობის ზოგადი აღწერილობა:

თბილისისა და რეგიონების მაშტაბით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში შეასრულოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, შემდეგი სამუშაოები:

  • ავეჯის აწყობა,გადაზიდვა;
  • საჩუქრების დარიგება;
  • სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება;
  • თბილისის და რეგიონის გაყიდვების მენეჯერების (განვადების დესკი) სამუშაო ადგილების მოწყობა.
  • ნარჩენების გატანა;
  • ბანკის განბაჯებული საქონლის ტრანსპორტირება და დასაწყობება ბანკის სასაწყობე მეურნეობაში.
  • პერიოდულად ბანკის მოთხოვნის შესაბამისად საწყობის დალაგება, სახეობებად დახარისხება.
  • ახალი სერვისცენტრის გახსნამდე ათი დღით ადრე ბანკის ლოჯისტიკის მენეჯერს გამოეყოს ორი დამხმარე მუშა და შეასრულოს ლოჯისტიკის მენეჯერის მოთხოვნები, რომელიც დაკვშირებულია სერვის ცენტრის გახსნათან.

სამუშაოს მოცულობის ვრცელი აღწერილობა:

  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მინიმუმ 4 დამხმარე მუშა არქივის შენობაში, დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილებით.
  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მინიმუმ 4 დამხმარე მუშა ბანკის საწყობში, სასაწყობე მარაგებთან მუშაობის გამოცდილებით.
  • 25 დამხმარე მუშა მუდმივად მობილიზებული, თბილისისა და რეგიონის სერვის ცენტრებისა და ოფისებისათვის ბანკის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანცელარიო თუ სხვა მასალებისა და ავეჯის მისაწოდებლად.
  • 5-მიკრო ავტობუსი ( მაქსიმალური ტვირთამწეობა 2 ტონა) საკანცელარიო მასალებითა და მცირე ტვირთებით თბილისისა და რეგიონების მოსამარაგებლად.
  • 2-სატვირთო ავტომობილი ( მაქსიმალური ტვირთამწეობა 3,5-5 ტონამდე ) საკანცელარიო და სამშენებლო მასალებით მომარაგებისათვის, თბილისი- რეგიონები.
  • 2 - სატვირთო ავტომობილი ( მაქსიმალური ტვირთამწეობა 7-10 ტონამდე ) საკანცელარიო და სამშენებლო მასალებით მომარაგებისათვის, თბილისი-რეგიონები.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მის კუთვნილებაში არსებული ავტო პარკის სრული მონაცემები.

  • დამატებითი ინფორმაცია:
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 10 იანვრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის ბოლოს, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1–ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში პროდუქტი #1–ისგასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 555 000 778 - ბესო ქიტიაშვილი

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 იანვარი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=836&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები