ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3363 - ტენდერი ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების (Paybox) ტრანსპორტირებასა და დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს თბილისსა და რეგიონებში ბანკის საოფისე და გარე ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების (Paybox) ტრანსპორტირება და დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე;

შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
    - კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა;
    - კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული, აღნიშნული ფასი არ შეიცვლება.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 11 იანვრიდან – 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით;
  • დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გიორგი ჩხიკვაძეს:
    - ტელ: 2 444 444 (7771);
    - მობ: 591050630
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდეგ;
  • სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით;
  • ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური კლების ბიჯი განისაზღვრება 10 (ათი) ლარს;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, მომსახურების ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი ჩხიკვაძეს- 591050630

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 იანვარი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=840&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი